მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მსოფლიოს მუსლიმები, მათ შორის
საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები, ერთ-ერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს,
ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ.
მუსლიმები ყურბან ბაირამს 16-19 ივნისის მანძილზე ზეიმობენ. ამ
დღეებში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა
და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა.
ყრბან-ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას,
ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა
საფლავებს.