ახალი ამბები
„უფრო მეგობარი ვარ ვიდრე მამა“ - მახო კურტანიძე ბორჯომიდან
4 წლის მარიამს და 3 წლის მართას უყვართ ცეკვა, სიმღერა, კერძების მომზადება, სკვერში და მაღაზიებში სიარული. ძირითადად მათ სურვილებზე დადის მათი მამა - მახო კურტანიძე.

მახო და მისი მეუღლე (ნინო გრიგალაშვილი) ბორჯომში ცხოვრობენ. ორივე ანსამბლის მომღერალია. მიუხედავად, სამუშაო გრაფიკისა, შვილებთან ერთად საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ, რადგან თითქმის ყველგან ერთად არიან.



„ჩემი გოგონები არიან თბილები, მოსიყვარულეები და ამავდროულად ცელქები. არიან ერთმანეთზე და საყვარელ ადამიანებზე მზრუნველები. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ ჩემს მიმართ. განსაკუთრებულია მამისა და შვილის (გოგოს) ურთიერთობა. უფრო მეგობარი ვარ, ვიდრე მამა. რომ ვეკითხები, მათთვის როგორი მამა ვარ, მპასუხობენ: „გვკოცნის, გვეფერება და დავყავართ სასრიალოზე“. მინდა რომ იყვნენ ყველასთვის საყვარელი ადამიანები და რისი ნიჭიც ექნებათ და რისი კეთებაც ეყვარებათ იმ საქმეში იყვნენ წარმატებულები” - გვეუბნება მახო კურტანიძე.


როცა ახლადდაბადებულები იყვნენ, ფიქრობდა რომ მათ ხელში აყვანასაც ვერ შეძლებდა. ერთი რამ დაზუსტებით იცოდა, შვილებისთვის კარგ მამობა და მეგობრობა უნდა გაეწია. სხვა მშობლებსაც ურჩევს, შვილებს მეტი დრო დაუთმონ და მეტი მხარდაჭერა გაუწიონ.





„ვფიქრობდი, მათი დაბადაბიდან მინიმუმ 6 თვე ვერ ავიყვანდი ხელში. იმასაც ვფიქრობდი რომ უმაგრესი მეგობარი ვიქნებოდი ჩემი შვილების და ასეც არის. მშობლებს ვურჩევდი, რომ მეტი დრო გაატარონ თავიანთ შვილებთან, რადგან მამა არის შვილისთვის იმედი და ნუგეში. ყოველთვის უნდა გრძნობდეს შვილი რომ ჰყავს ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობა და დაეყრდნობა“ - გვპასუხობს მახო კურტანიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.