ახალი ამბები
„მაყვლისთვალება გოგო მყავს“, „მიხვახარ მამიკო“ - ამბავი გიორგის და ნენეს მამა-შვილობიდან
„მაყვლისთვალება გოგო მყავს. მოფერებით მამას „მოუსვენარი თხა“. ყველაზე ძალიან უყვარს „აისყი“ ანუ ice-cream (ნაყინი). ასევე, დედის ტანსაცმელში გამოპრანჭვა და კამერის წინ პოზირება. აბედნიერებს ყველაფერი რასაც ერთად ვაკეთებთ: განსაკუთრებით კიბეების დათვლა, ხატვა, ცეკვა, სეირნობა და მანქანის უკანა სავარძელზე, ჩემთან და ჟოზეფინასთან ერთად ჯდომა. არ უყვარს როდესაც ნივთებს თავის ადგილზე არ ვაბრუნებ და ამაზე ყოველთვის მიმითითებს“ - ასე აღწერს გიორგი თელიაშვილი თავის პატარა გოგონას. გვეუბნება, რომ წყენას და გაბრაზებას ძალიან მალე ივიწყებს, შესაბამისად ყოველთვის პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს. მამას და შვილს ერთი საერთო თვისებაც აერთიანებთ. ორივეს უყვარს სიმყუდროვე და შემეცნებითი აქტივობები, ამიტომ დროს ერთად ხშირად ატარებენ და ერთობლივი გაკვეთილებიც კარგად გამოსდით.






ნენე 2 წლის და 9 თვისაა. მისი ორივე მშობელი (გიორგი თელიაშვილი და თინა გელაშვილი) წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდანაა. სამსახურიდან გამომდინარე ცხოვრობენ თბილისში. გიორგი თელიაშვილი პროფესიით ფინანსისტია, მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში პროექტების ფინანსური ანალიზისა და შეფასების მიმართულებით. მამა-შვილი თავისუფალ დროს თითქმის სულ ერთად ატარებენ. ხოლო იმ დროს, როცა მამა სამსახურშია დაკავებული და ნენეს გვერდით ყოფნას ვერ ახერხებს, ამის დაბალანსებას სხვა დროს ახერხებენ.




„მიხარია, რომ ტრადიციად გვექცა ერთობლივად ქალაქგარეთ გასეირნება, რასაც შაბათ-კვირას უფრო მეტად ვახერხებთ. ძალიან გვიყვარს ბუნებაში სეირნობა და რაღათქმაუნდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები. ბოლოს რაც ვნახეთ და დღემდე გახარებულია, ეს იყო დინოზავრების პარკი, ბევრი ვიხალისეთ და დარწმუნებული ვარ ემოციები კიდევ დიდხანს გაყვება. ნებისმიერი პატარა დეტალიც კი აბედნიერებს და ახალისებს. ჩვენი ყოველი დღე ერთად ასეთივე პატარ-პატარა ბედნიერი დეტალებისგან შედგება“ - გვიყვება გიორგი თელიაშვილი.


2021 წლის 21 სექტემბერს - ნენეს დაბადებამ გიორგის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. უფრო გააფერადდა, გამრავალფეროვნდა და ახალგაზრდა მამას სრულფასოვნების შეგრძნება შეჰმატა. ცხოვრება სასიამოვნოდ „ხმაურიანი“ გახდა. ამბობს, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, ამხელა სითბოს და სიყვარულის გამოხატვას ვინმეს მიმართ თუ შეძლებდა. შვილმა ეს წარმოდგენები მალევე შეაცვლევინა. ნენეს აღზრდის პროცესში გიორგი დღემდე აქტიურადაა ჩართული.


„ვცდილობ, ყველა მნიშვნელოვან საკითხში ჩართული ვიყო, არაფერი გამოვტოვო რაც ნენეს ეხება. არის მომენტები, როდესაც ნენესთან ერთად სრულიად მარტო მიწევს დროის გატარება, რის გამოც მამობასთან ერთად დედის როლსაც მშვენივრად ვითავსებ. თავიდან ნამდვილად რთული იყო, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, როგორც მშობლები და მითუმეტეს ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობთ. თუმცა, ვფიქრობ ერთობლივი ჩართულობით და ძალისხმევით შევძელით ყველა ეტაპის გადალახვა. მჯერა, წინ ბევრი საინტერესო, ლამაზი და ფერადი დღეები გველოდება. ყველა მამას და ყველა მშობელს ვურჩევდი, არ გაუშვან ხელიდან ის ბედნიერი წუთები, რაც მათ შვილების აღზრდის პროცესში ელოდებათ. შემდეგ კი შვილებს არ მოაკლონ სითბო და ყურადღება რაც შვილებისთვის მშობლისგან ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასია ცხოვრების გზაზე, - მე ასე მჯერა! არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მიყვარდეს სხვანაირად განსხვავებუილ სქესის გამო! ვიფქრობ ყველა სახის ურთიერთობაში, სიყვარულთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობა და აზრების პატივისცემა. განსაკუთრებით როცა ეს მშობელს და შვილს ეხება. ალბათ ეს ყველაფერი უფრო რთულია, როცა ნაკლებად ჩართული ხარ შვილის აღზრდაში. მე პირადად გამიხარდება და ვისურვებდი ნენესთვის, გარდა მამისა მისი მეგობარიც ვიყო - ის კიდევ ჩემი“ - გვპასუხობს ნენეს მამა.












გიორგის ვთხოვეთ, ნენესთვის ეკითხა, „როგორი მამაა და როგორი უნდა რომ იყოს მისთვის?“ - პასუხი კი უცვლელად გაეზიარებინა ჩვენთვის.


„მიხვახარ მამიკო“ - მპასუხობს ნენე და ალბათ ყველაზე მეტად ეს სიტყვები მახარებს და მაფიქრებინებს, რომ ცუდი მამა არ უნდა ვიყო“ - გიორგი თელიაშვილი.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.