ახალი ამბები
“ერთად ვიღვიძებთ, ვთამაშობთ, ვხატავთ, ბაღში დავდივართ“ - ლექსო, ორი შვილის მამა ბორჯომიდან
„ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი დრო გავატარე ბავშვებთან. ერთად ვიღვიძებთ, ვთამაშობთ, ვხატავთ, ვსწავლობთ, ბაღში დავდივართ, ვიძინებთ. რაც შეეხება ჩართულობას, ყველა აღნიშნულ პროცესში მაქვს ჩემი მოკრძალებული წილი, რითიც ძალიან ვამაყობ. ყველა დღე განსხვავებულია. ნოეს შემთხვევაში დანაპირებების ნუსხა მაქვს მეც და მასაც. ხშირად ხდება, როცა ერთი-ორ დანაპირებს ვახსენებთ ერთმანეთს და სხვა დანარჩენი ამის ირგვლივ ვითარდება. მაგ: ის ასრულებს სიტყვას და ახალ კერძს სინჯავს, მე ვასრულებ სიტყვას და სასეირნოდ ან სათამაშოდ გავდივართ ერთად. ელა ჯერ-ჯერობით ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს. დარჩენილ დროს მე და ოჯახის სხვა წევრები თანაბრად ვინაწილებთ“ - გვიყვება ორი შვილის მამა ლექსო ოქრომელიძე.

ლექსო ბორჯომელია. მუშაობს ბაკურიანში, ერთ-ერთ სასტუმროში. მას და მის მეუღლეს (ლულუ ბენიძეს) ჰყავს 5 წლის ნოე და 11 თვის ელა. შვილები ასე დაგვიხასიათა.



„ნოე საოცრად ენერგიული და ძალიან ცნობისმოყვარეა. ელა - ულამაზესია. ნოეს უყვარს ბუნებაში სეირნობა. არ უყვარს ჭამა. უხარია, როცა უფროსები დროს უთმობენ. არ უხარია როცა აღვიძებენ. ნოესგან განსხვავებით, ელას უყვარს ჭამა, არ უყვარს როცა საჭმელი მთავრდება. ასევე, არ უყვარს ძილი. ნოეს შეუძლია გრძნობების გამოხატვა. ვთვლი, რომ კარგი თვისებაა, როცა გულწრფელი ემოციების გაცვლა შეგიძლია ადამიანებთან. ეს ჯანსაღი პროცესი მგონია. ელას აქვს თვისება კარგ ხასიათზე დაგაყენოს ყველაზე რთულ მომენტშიც კი” - ლექსო.












როგორი მამა იქნებოდა, მანამდე არასდროს უფიქრია. ნოეს დაბადების შემდეგ, იზრდებოდა მასთან ერთად. იგივე პროცესი განახლდა ელას ამ ქვეყნად მოვლენის შემდეგად.


„ნოეს დაბადების მომენტიდან ერთად ვიზრდებით. მე, როგორც მამა და ის, როგორც შვილი და საზოგადოების ახალი წევრი. შემდეგ თავიდან ვიწყებ ელასთან ერთად. პერიოდებს შორის განსხვავებას რაც შეეხება, ალბათ უფრო მიზანდასახული, თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ. გოგოს და ბიჭის მამა ვარ და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ უბედნიერესი ვარ ორივეს გამო. ყველა ბავშვი იმსახურებს მშობლების მზრუნველობას და განვითარებისთვის თავისუფალ გარემოს. სწორედ ასეთ მომავალს ვუსურვებდი ჩემს შვილებსაც” - ამბობს ლექსო ოქრომელიძე.


ლექსოსთვის მამა ყოველთვის იყო და არის ძალიან დიდი ენერგია, რომელიც მუდმივად აძლიერებს და თავდაჯერებულობას ჰმატებს. სწორედ მამა გახდა მისთვის კარგი მაგალითი, რომ თავადაც კარგი მამა ყოფილიყო საკუთარი შვილებისთვის. ამბობს, რომ ამ საკითხში საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია.


„ვთვლი, რომ შვილის დაბადება ადამიანური ბედნიერების მაქსიმუმია. მამებთან და ზოგადად მშობლებთან მექნებოდა თხოვნა, რომ ერთის მხრივ ბავშვებს არ წაართვან მშობლის მზრუნველობის განცდის ბედნიერება და მეორეს მხრივ, არ გაუშვან შანსი იყვნენ იმ სიხარულის ბოლომდე მოზიარენი, რასაც მშობლის და შვილის ურთიერთობა ქვია. მე პირადად, ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვთვლი რომ მეტი შემიძლია. კითხვაზე როგორი მამა ვარ? ნოემ მიპასუხა - "კარგი", თუმცა კარგ მამობაზე მაღლა კიდევ ბევრი საფეხურია და ამ საფეხურებზე ასასვლელად მთელი ცხოვრება მაქვს. ასევე მითხრა, რომ „უკეთესი იქნება თუ სახლში ვიმუშავებ სამსახურის მაგივრად“. ელასაც ვკითხე „როგორი მამა ვარ მეთქი?“ და მიპასუხა: „ადადაბადა, ამამამაო“...


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.