ახალი ამბები
კიბერუსაფრთხოების მიზეზით, ფეისბუქიდან იშლება მედია გამოცემის და მომხმარებლების პოსტები
“მთის ამბები” 15 ივნისს საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გამოცემის ფეისბუქ გვერდიდან მასობრივად იშლება მასალები, რომლებიც კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და მასალებს მოიცავს.
გამოცემამ კომპანია “მეტას” მხარდაჭერის სერვისებში მომუშავე ადამიანებს პერსონალურადაც მიმართა საჩივრით და გამოხმაურებას ელიან.

გამაფრთხილებელი შეტყობინება ფეისბუქის პერსონალურ ანგარიშებზე იძლევა წაშლაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის მოსათხოვ შაბლონსაც.


“ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან მასობრივად შლიან შოვის ტრაგედიაზე, ჭიათურის ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაჭის ტყეების ოკუპაციაზე, ბალდის კანიონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებულ კორუფციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებსა და დაკავშირებულ მამხილებელ მასალებს. ჩვენ ვცდილობთ მომხდარის გარკვევას და შესაბამის რეაგირებას”, — წერია “მთის ამბების” განცხადებაში.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მასალები იშლება რადიო „კომერსანტის“ გვერდიდანაც. შოვთან დაკავშირებული პირადი პოსტებიც და „მთის ამბებისგან“ გაზიარებული მასალებიც წაეშალა სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედას, ია მერებაშვილს.

მსგავსი შინაარსის ინფორმაციის ავრცელებს ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია “სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელი.

“გუშინ ჩვენ, ანუ საქართველოს სასამართლოს გუშაგს, წაგვიშალეს ორივე ფეიჯზე 60-მდე პოსტი, სადაც გაზიარებული გვქონდა სტატიები courtwatch.ge-დან”, — წერს ჯანეზაშვილი.

გავრცელებული განცხადებების პასუხად, ფეისბუკის ასობით მომხმარებელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი პირადი გვერდებიდან ქრება “მთის ამბებიდან” გაზიარებული პოსტები, სადაც მხოლოდ ნახსენებია შოვის ტრაგედია, მონიშნულია მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი. 

ინფორმაცია წაშლილი პოსტების შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რესურსებისგან და მოქალაქეებისგან ვრცელდება.

მასალის წაშლის მიზეზად რიგ შემთხვევებში დასახელებულია „კიბერუსაფრთხოება“. კონტენტის წაშლის მიზეზი შესაძლოა იყოს მასშტაბური დარეპორტების კამპანია ან სისტემური ხარვეზი, რომელიც თავად ქსელს შეიძლება ჰქონდეს. წაშლილი პოსტების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შესაძლოა გასაჩივრება ფეისბუკის ადმინისტრაციასთან და მოთხოვნა, კვლავ ხილული იყოს კონტენტი, რომელიც სოციალური ქსელის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.