წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, დღეს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 10-ივნისს
საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის
გაძლიერება.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
(საფრთხის დონე საშუალო).