საზოგადოება
ივლისიდან ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ევროპის და ამერიკის ფასს საქართველოში - ოთო აბესაძე
„ივლისიდან ყველა, უკლებლივ ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს ევროპის და ამერიკის ფასს საქართველოში“ - ასე ეხმაურება ეკონომისტი ოთო აბესაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
„სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე, იმ კუთხით, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას სანქციების წინაშე, თუ რეალურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აამოქმედა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ძალოვან ხელისუფლებაზე სანქციები და როგორც დააანონსეს, ეს არის „მაგნეტსკის სიის“ პროტოტიპი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეყოლება სანქცირებული მთავრობა. არცერთი საერთაშორისო საფინანსო აქტორი (საუბარი მაქვს მსხვილ და საშუალო ტიპის საფინანსო-საინვესტიციო პორტფელებზე) საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს.

ამას დამატებული, საქართველოში უკვე შეაჩერა სავალუტო ფონდმა მისი პროექტები. ასევე, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაგრძელდება თუ არა EBRD-ის და ევროპული საერთაშორისო ფინანსური დონორების წარმომადგენლობები საქართველოში. ამას აჩვენებს ივნისის თვე, როცა დავდგებით სანქციების რისკის ქვეშ. ეს ყოველივე გამოიწვევს იმას, რომ წლის განმავლობაში საშუალოდ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავს ქვეყანა“, - ამბობს ეკონომისტი.

აბესაძის თქმით, პირდაპირი დონაციების და პროექტების დაფინანსების შეჩერებების გარდა, ქვეყანა შესაძლოა, დადგეს ისეთი რეალობის წინაშე, როდესაც საფინანსო ინსტიტუტები ვაჭრობას აქამდე არსებულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებენ. მისი თქმით, ქვეყანაში გაჩნდება დოლარის დეფიციტი. რაც აისახება თითოეულ მოქალაქეზე ლარის გაუფასურებითა და სურსათზე საგრძნობლად გაზრდილი ფასების მხრივ.

„პირდაპირ დონაციასა და პროექტების დაფინანსებას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არსებული საფინანსო ინსტიტუტები ვეღარ ივაჭრებენ თამამად. დოლარის დეფიციტი გაჩნდება ქვეყანაში, ვალუტა ქვეყანაში აღარ შემოვა. ჩვენნაირი მყიფე ეკონომიკისთვის ეს გამოიწვევს ლარის მომენტალურ გაუფასურებასა და ფასების ზრდას. საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ლარი რამეზე სწორდებოდეს. ბოლო 30 წელია საქართველოს ყველა ეკონომიკური პარამეტრი - დაწყებული ავტომობილების ბაზრით, დამთავრებული უძრავი ქონების ბაზრითა და სურსათის, სწორდება დოლარზე და დოლარის ქვეყანაში არბრუნვის შედეგად მივიღებთ ინფლაციას და კატასტროფულად გაზრდილ ფასებს“, - განმარტა ოთო აბესაძემ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 28 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. აღნიშნულს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

გარდა ამისა, გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საქართველო აღნიშნულ კანონს მიიღებს, EBRD-მა, ADB-იმ, WB-ის ჯგუფმა და სხვებმა შესაძლოა, საქართველოს საჯარო სექტორის დაფინანსება შეაჩერონ. ჯერჯერობით დონორების საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია.

წყარო:bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.