"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პარლამენტის შენობის უკან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის უკანა შესასვლელთან
მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“,
„მოღალატეებო“ - სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების
მისამართით. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან
მობილიზებული.
პარლამენტში უკვე დაიწყო სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები
უნდა განიხილონ.
27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი
დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის
წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია.
40 დღეზე მეტია საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა
მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.