26 მაისს აქცია-მსვლელობა განათლების სამინისტროდან ფილარმონიის მიმართულებით მოეწყობა
ხვალ, 26 მაისს, 18:00 საათზე
#აქცია-მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები, განათლების
სამინისტროდან ფილარმონიის მიმართულებით გაემართებიან. ამის შესახებ
განცხადებას მოსწავლეები ავრცელებენ.
„მოსწავლეები ისევ გამოვდივართ ჩვენი პოზიციის
დასაფიქსირებლად! არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის
უბრძოლველად ჩაბარებას! 26 მაისს ველოდებით სკოლის მოსწავლეებს
თბილისის მასშტაბით და ვატარებთ მშვიდობიან მარშს. შევიკრიბებით 18:00
საათზე განათლების სამინისტროსთან. მზად ვართ, დავუმტკიცოთ ყველა იმ
ადამიანს საპირისპირო ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავალზე ფიქრი
არასრულწლოვანების საქმე არ არის. მოსწავლეებო! წინ
ევროპისკენ!“ - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.