ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა
გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში
დაწერა.
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა
სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში
გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე
კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით
თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ
დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ —
წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი.