„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღობის მცდელობა მოხდა
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა
იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში
შევიდა და თანხას ითხოვდა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ
დრომდე გრძელდება, მუშაობენ კინოლოგები.
როგორც ცნობილია ნიღბიანმა პირმა ტერიტორიის დატოვება მოასწრო, თუმცა
თანხის წაღება ვერ მოახერხა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც
ყაჩაღობას გულისხმობს.