"ეს კანონი რუსულია და პრემიერის გამოსვლაც" - სალომე ზურაბიშვილი
ეს კანონი რუსულია და ვერანაირი
კითხვა „აბა, რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის, წერეთ და
იკითხეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში
რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის
რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს
კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით.
რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს
ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ
პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ
მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, - განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.