მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობას ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს
სულთმოფენობას ზეიმობს.
სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს, სახლში, სადაც
მისი მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, უფლის მიერ აღთქმული სულიწმინდა
ცეცხლის ენებით, ხილულად გადმოვიდა მოციქულებზე. ყოველი მათგანი
სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე
დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ
ენებზე საუბრობდნენ. სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებზე ენათა ცოდნის
მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და მის სასწაულებზე
ექადაგათ.
სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიები ყვავილებითა და
ფოთლებით იფინება და მომდევნო შაბათამდე ეკლესიაში რჩება, შემდეგ კი
მორწმუნეებს ყვავილები შინ მიაქვთ, რადგან ამ ყვავილებს სამკურნალო
ძალა აქვს.