დღეს, თბილისში, ევროპის მარში ოთხი სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, დღეს, 11 მაისს, საპროტესტო
აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა
ლოკაციიდან.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში.
11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე:
რესპუბლიკის მოედანი
მარჯანიშვილის მოედანი
მეტრო 300 არაგველი
მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და
გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერია
ინფორმაციაში.