ახალი ამბები
შეურაცხმყოფელი ზარები სამცხე-ჯავახეთში მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
უკვე 2 დღეა, სამცხე-ჯავახეთში მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მობილურის ნომრებზე უცხო პირები უკავშირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. გასულ დღეებში, საქართველოს ნომრებიდან ასევე ზარები განხორციელდა სხვა რეგიონების მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სხვადასხვა ნომრებიდან უცხო ქალი და უცხო კაცი მოქალაქეებს ურეკავენ და ეუბნებიან რომ „მოღალატეები არიან“ რომ „ქვეყანას ჰყიდიან“ და "აქციაზე აღარ უნდა გავიდნენ". ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მოქალაქეებს. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წერენ. 


გასულ დღეებში, მოქალაქეების ნომრებზე სატელეფონო ზარები უცხო ქვეყნის ნომრებიდანაც განხორციელდა, ამის შემდეგ კი დაკავშირება საქართველოს ნომრებიდან გაგრძელდა.


9 მაისს გაკეთებული განცხადებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამ დრომდე, საგამოძიებო უწყებებს არ გაუვრცელებიათ არც ერთი განცხადება, იპოვეს თუ არა იმ პირთა წრე, რომლებიც ასობით მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შინაარსის ზარებით უკავშირდებიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.