ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავი აღინიშნა
დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების
79-ე წლისთავი აღინიშნა.
გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და
რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს
და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ბორჯომის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინითა და
ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გარდაცვლილი გმირების სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან
არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა.
მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა
სასაფლაოზე“ გადაინაცვლეს, სადაც II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი
და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბორჯომში ფაშიზმე გამარჯვების დღე
სამამულო ომის ვეტერანების გარეშე აღინიშნა.