"კი ევროპას, არა - რუსულ კანონს" თბილისში თავისუფლების მარში მიმდინარეობს
კი ევროპას, არა - რუსულ
კანონს.
სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან
პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით
მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", “ჩვენ
ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად
დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!“.
მარშზე მისულ ადამიანებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის
დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები
დაურიგეს.