ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო
შეხვედრები დასრულდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების - დიდი მიტარბისა და
პატარა მიტარბის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ დასახლებებში არსებული
საჭიროებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიმდინარე წელს “სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები
შეარჩიეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტს „სოფლის
მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში
გათვალისწინებული 872 000 ლარი დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე
ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის
რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.
გააზიარეთ :