რიკოთზე 3 დღით გარკვეული შეზღუდვები წესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში
(ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების
ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან
06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე
რევერსულად განხორციელდება.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის
კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო
პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.