ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნა მესამე დღეა გრძელდება
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის
ძებნა-შველის სამუშაოები უკვე მესამე დღეა გრძელდება.
პროცესი დილიდან განახლდა. ძებნის
პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები.
შეგახსენებთ, შემთხვევა 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას
- მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე
მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ
ზვავის ქვეშ მოჰყვა.