ახალი ამბები
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები
ქალების ხმა ნიუ-იორკამდე მივიდა და CSW-ს 68-ე სესიის ფარგლებში,
ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ნათლად
წარმოჩინდა ის მიღწევები და საჭიროებები, რისთვისაც ქალთა უფლებების
გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის გზაზე ვიბრძოლეთ და
ვიბრძვით.
ღონისძიებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, დიპლომატიური
კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველები
ესწრებოდნენ, მთვარ ხაზად გასდევდა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილისა და
კარიკატურისტ ზალიკო სულაკაურის ნამუშევრები, რაჭიდან და ხარაგაულის
მუნიციპალიტეტიდან, ქალების შესახებ. ფოტოები და კარიკატურები
ეხმიანება სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებს და მათი რეალური
ყოფის გამოძახილია.
WIC-მა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტში
მცხოვრები მეწარმე ქალების მიერ შექმნილი თოჯინები, რაც ქალთა
ეკონომიკური გაძლიერების კარგი მაგალითია და ამავდროულად, ხაზს უსვამს
ქართულ კულტურას.
გენდერული მეინსტრიმინგი საქართველოში, ქალების გაძლიერება და
ინკლუზიური პოლიტიკის ხეშეწყობა, მშვიდობის მშენებლობის პროცესებში
ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა - ეს კი ის ძირითადი თემებია,
რომელთა შესახებაც, ერთის მხრივ, გაზიარდა გამოცდილება და კარგი
პრაქტიკები, მეორე მხრივ კი გაიმართა დისკუსიები, საერთაშორისო
საზოგადოების ჩართულობით.
ღონისძიება - ქალთა გაძლიერება და გენდერულად ინკლუზიური მომავლის
ფორმირება - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა
(GIZ) და დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
გააზიარეთ :