საზოგადოება
„ოქრო კიდევ უფრო გაძვირდება“ - რა ღირს ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ქართულ ბაზარზე
მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი
რეკორდულ მაჩვენებელზეა. საერთაშორისო ტენდენცია მცირედით უკვე აისახა
ქართულ ბაზარზე, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ოქროს
ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განაცხადეს, ოქრო საქართველოში მალე კიდევ უფრო
გაძვირდება.
„ამჟამად ოქრო ბაზარზე გაძვირებულია, მაგრამ ფასების კიდევ უფრო
აწევას ველოდებით, რომ შემდგომ უფრო ძვირად გავყიდოთ. ახლა ოქროზე
მოთხოვნა ისედაც შემცირებულია, თუნდაც მარხვის გამო, მაგრამ წესით
ტენდენცია გაუმჯობესდება.
ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასმა რეკორდი მოხსნა,
თავისთავად იმოქმედებს ჩვენს ბაზარზეც და თავისთავად, ოქრო კიდევ უფრო
გაძვირდება. ჩვენც უცხოურ ბაზარზე ვართ დამოკიდებულები“, - ამბობენ
ოქროს ბირჟაზე დასაქმებულები „ბიზნესპრესნიუსთან“.
რაც შეეხება ფასებს, 585-სინჯიანი ერთი გრამი ოქროს ღირებულება
145-160 ლარის ფარგლებში მერყეობს. 999 სინჯის (ე.წ. ბაჯაღლო) 1 გრამი
ოქროს ფასი 192-200 ლარის ფარგლებშია. თუმცა, მოვაჭრეთა თქმით, ამ
ხარისხის ოქროზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.
წყარო: www.bpn.ge
ავტორი: ბაჩანა ტყემალაძე
გააზიარეთ :