24 მარტის ამინდის პროგნოზი
22 მარტიდან 24 მარტის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან
რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის
მოძრაობა.