ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის
სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია
იწყება.
სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე
გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია
კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი
ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები,
საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის
ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები,
ლიფტები,
განხორციელდება ტრიბუნების მოწყობა შესაბამისი გადახურვითა და VIP
ლოჟით. შენობა სრულად ადაპტრირებული იქნება შშმ პირებისათვის.