2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი -გომელაური
პარლამენტში შინაგან საქმეთა
მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მან "მინისტრის საათის"
ფორმატში სხვადასხვა საკითხზე,
მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების
სტატისტიკაზეც ისაუბრა.
გომელაურის თქმით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით
გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. –
5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო,
ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.
"2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა
რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების
შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით
გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც", - თქვა გომელაურმა.
მინისტრმა თქვა, რომ გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო
გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2023 წელს 883 კამერა ჩაირთო, მათ
შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი, ჯამში სისტემაში
7 914 კამერაა ჩართული.