დღეიდან ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ორი ახალი მიმართულება დაემატა
ბორჯომის მუნიციპალურ ტრანსპორტს
ტაძრისისა და ვაშლოვანა-ახალი უბნის მიმართულება დაემატა.
ცვლილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის
და ა(ა)იპ ,, ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის" სამსახურის
ინიციატივით მოხდა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა მუშაობს.
ბორჯომი-ტაძრისის ღირებულება 70 თეთრს შეადგენს, ხოლო ვაშლოვანა-ახალი
უბანის მიმართულება 20 თეთრს.
(მუნიციპალური ავტობუსი ბორჯომი- ვაშლოვანა-ახალი უბნის მიმართულება
საათში ერთხელ იმოძრავებს, ხოლო ბორჯომი-ტაძრისის მიმართულებით ოთხ
რესს განახორციელებს. საათობრივი განრიგი განთავსებულია მუნიციპალურ
ავტობუსში).
მგზავრობის ღირებულების გადახდა თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და
სამგზავრო ბარათით იქნება შესაძლებელი.