საზოგადოება
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ბაკურიანის მოსახლეობისთვის
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ბაკურიანის მოსახლეობისთვის
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ორგანიზებით, ინსტიტუციური განვითარების Erasmus+ პროექტ - LIFESTRAND-ის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით ბაკურიანში, მოსახლეობისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა. როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის ადგილზე შეფასება, როგორ უნდა გაკეთდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმის მენეჯმენტი პრე-ჰოსპიტალურ დონეზე (კლინიკაში მიყვანამდე), კიდურების ტრავმული დაზიანების ტიპები, იმობილიზაციის გზები, სისხლდენის ტიპები და მათი შეჩერების მეთოდები - სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ტრენერებმა. დაინტერესებულ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო პრაქტიკულ აქტივობაში. კერძოდ, ტრენინგებზე დამსწრე სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინსცენირებულ საველე აქტივობაში, რაც გულისხმობდა „დაშავებული“ ადამიანებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.
„დავესწარი ტრენინგს, რაც ძალიან სასარგებლო იყო. მივიღე გამოცდილება თუ როგორ უნდა ჩაუტარდეს ადამიანს პირველადი გადაუდებელი დახმარება. ვთვლი, რომ რაც მეტი მოქალაქე დაესწრება მსგავს ტრენინგს და მიიღებს პრაქტიკულ გამოცდილებას, მით მეტი აღმოჩნდება ისეთი ადამიანი საზოგადოებაში, ვისაც კრიტიკულ სიტუაციაში შეეძლება დახმარება გაუწიოს სხვა ადამიანს და გადაარჩინოს კიდეც მისი სიცოცხლე“ - აღნიშნა გიორგი ბალახაძემ, რომელიც ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელია.


თსა-ს მიზანია, მსგავსი ტრენინგების საშუალებით აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში პირველადი გადაუდებელი დახმარების მიმართ და დაინტერესებულ მოსახლეობას გაუზიაროს
პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში მოსახლეობისა და ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

თსა-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პირველადი დახმარების საინფორმაციო კამპანია თანხვედრაშია ERASMUS+ პროექტ LIFESTRAN -ის მიზნებთან და ამოცანებთან.

ევროკავშირის პროექტი LIFESTRAND, რომელიც თსა-ს ხელმძღვანელობით ხორციელდება და საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს აერთიანებს, მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.

თბილისის სამედიცინო აკადემია მესამე მისიის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებს და მისი მიზანია კვლევაზე დაფუძნებული აქტივობებით ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოების განვითარებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.