საჯარო სკოლებში არდადეგები დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში
საგაზაფხულო არდადეგები იწყება.როგორც განათლების სამინისტროში
განაცხადეს,
მინისტრის შესაბამისი ბრძანების
საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14
მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები
მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15
სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.