როგორია გორის თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა
ბორჯომიდან რამდენიმე დღის წინ
პიტბულის ჯიშის ძაღლი გორის თავშესაფარში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ფეისბუქ მომხმარებლები წერდნენ, რომ ძაღლმა მათი შვილი დაკბინა,
შეაშინა და ასე შემდეგ. მომხმარებლების ნაწილმა ტელეკომპანია
„ბორჯომს“ ამის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სთხოვა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ჩარევით, ძაღლი
გორის თავშესაფარში გადაიყვანეს. მასზე მიმდინარეობდა 10 დღიანი
დაკვირვება. ტელეკომპანია ,,ბორჯომი’’ გორის თავშესაფრის ხელმძღვანელს
ესაუბრა, ბაქარ გიუნაშვილის თქმით ძაღლი თავს კარგად გრძნობს. დღეს
მოხდება მისი კასტრაცია, რეაბილიტაციას თავშესაფარში გაივლის. ძაღლი
ბორჯომში არ დაბრუნდება, როგორც თავშესაფრის ხელმძღვანელი ამბობს, მას
თავშესაფრიდან მზრუნველ პატრონზე გააჩუქებენ.