საზოგადოება
ფლანგვის დეტექტორი: 18 თანამშრომელს, ბორჯომის მერიამ ხელფასი არამიზნობრივად გადაუხადა
ფლანგვის დეტექტორის მიერ
გავრცელებული ინფორმაციით,ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, 18 თანამშრომელს, რომელიც სამუშაოს ვერ ასრულებდა,
ბორჯომის მერიამ 2 წლის განმავლობაში ხელფასი არამიზნობრივად
გადაუხადა.
გთავაზობთ ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
,, ა(ა)იპ – სკოლისგარეშე სასპორტო სკოლაში დასაქმებული ყინულის
ჰოკეის, ტრამპლინიდან ხტომისა და საციგაო სპორტის 8 მწვრთნელმა
ხელფასის სახით 71,100 ლარი მიიღო, თუმცა მუნიციპალიტეტში არაა არც
საციგაო ტრასა, არც ტრამპლინი და არც ყინულის მოედანი.
ა(ა)იპ – კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დასაქმებულმა 10-მა სასოფლო
კლუბის გამგემ ხელფასის სახით 98,400 ლარი მიიღო, თუმცა სასოფლო
კლუბებს არ გააჩნიათ შესაბამისი სამუშაო პირობები და არც მათი
საქმიანობის ანგარიშია ხელმისაწვდომი.
სსიპ – ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტმა 2021-2022 წლებში
2,020,600 ლარი შეადგინა, სადაც დასაქმებული 87 თანამშრომლის
ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია მერიის სხვა სამსახურის
ფუნქციებთან.
ა(ა)იპ – ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე, რომლის
ფუნქცია მოვალეობები დუბლირებულია მერიის მიერ დაფუძნებულ სხვა
ა(ა)იპ-თან, 2021-2022 წლებში 582,500 ლარი დაიხარჯა, თუმცა აქედან
70,800 ლარი დირექტორის, ბუღალტრისა და კოორდინატორის შრომის
ანაზღაურებას მოხმარდა.''
ვრცლად შეგიძლიათ ლინკზე გაეცნოთ ინფორმაციას-
https://gmc.org.ge
ტელეკომპანია "ბორჯომი" მუნიციპალიტეტის პოზიციასაც
გაგაცნობთ
გააზიარეთ :