სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში
მონაწილეობს,
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ
ზელენსკის შეხვდა.
ფაქტის ამსახველი ფოტო თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ
„ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა. სურათზე ასახულია, როგორ ართმევს ხელს
ერთმანეთს ორი ქვეყნის პრეზიდენტი.
მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა
დასრულდეს