შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო
მასალა ამოიღო.
დაკავებულია 20 პირი. დაკავებულებს შორის წარსულში ნასამართლევი
პირებიც არიან.
სამართლადამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები
და მჭიდი ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას იპოვეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.