საზოგადოება
სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში
გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა
იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის
მასაში მოყოლილია 4 სახლი.
შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით,
მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო
ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მეწყრის
გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.
შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი
მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,
დრონები და კინოლოგთა ჯგუფი. პროცესს ხელმძღვანელობს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :