ახალი ამბები
დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.
მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის
გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც
იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი.
სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს
სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი
სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის
უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ
ემუქრება.
გააზიარეთ :