რა ხდება გზებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა)
გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.