ვის შეეხება და როდის ამოქმედდება სამშენებლო ამნისტია
სასიკეთო ცვლილება მილიონზე მეტ
მოქალაქეს შეეხება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ
განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავრობის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიების
დადგენა, რომელიც ამნისტიის ფარგლებში მოექცევა.
„ამნისტიასთან დაკავშირებით კანონი მიღებული და
ამოქმედებულია. ამ ეტაპზე მთავრობის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიების
დადგენის სამუშაოები, რომლითაც განისაზღვრება, თუ კონკრეტულად რომელ
ტერიტორიებზე იქნება შესაძლებელი ამნისტიის ჩატარება" -
განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამნისტია ეხება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც არის
აშენებული რეგიონებში და რომლებსაც აკლია სამშენებლო დოკუმენტაცია.
ამნისტის შემდეგ, ასეთ საცხოვრებელ სახლებს აღარ დაემუქრებათ
დემონტაჟის საფრთხე.
"ვფიქრობ, პირველი აპრლისთვის უკვე სრულად იქნება
განსაზღვრული ტერიტორიები და მოქალაქეებს ავტომატურად ჩაეთვლებათ ეს
სახლები საკუთრებაში. ამნისტია, ძირითადად გავრცელდება რეგიონებზე და
ეს სასიკეთო ცვლილება შეეხება მილიონზე მეტ ჩვენ მოქალაქეს",
- აღნიშნა ბრეგაძემ.