საზოგადოება
ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე ცნობილი ქართველი მეწარმე გიორგი ტუხაშვილი დაიღუპა
ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ახალგაზრდა, მეწარმე გიორგი ტუხაშვილია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს და წერს, რომ ის წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი იყო. ტუხაშვილი წლების განმავლობაში იკავებდა Startup Grind Tbilisi-ის თანადირექტორის თანამდებობასაც.

Kernel-ი ქართული სტარტაპია, რომელიც, ძირითადად, ინდოეთში ოპერირებს და მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურება. კომპანიის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტებისა და პროცესების გაციფრულება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტუხაშვილი გუშინ, 19 ნოემბერს, უბედური შემთხვევისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს 15 წლამდე მოზარდს შეეჯახა. მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.