ახალი ამბები
საქართველო გლობალური პასპორტის ინდექსით 50-ე ადგილზეა
Hanley & Partners-ის კვარტალური პასპორტის ინდექსის თანახმად, 2024 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტის ტიტული 6 ქვეყანას ერგო - თითოეული მათგანის მოქალაქეებს 227 ქვეყნიდან 194-ში მოგზაურობა ვიზის გარეშე (ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით) შეუძლიათ.


2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების წყვილს - სინგაპურსა და იაპონიას - წელს ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეუერთდნენ.


პასპორტის ინდექსი რიგით მეორე ყველაზე ძლიერ პასპორტად სამხრეთ კორეას, ფინეთსა და შვედეთს მიიჩნევს - ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ 193 ქვეყანში შეუძლიათ მოგზაურობა. დანია, ირლანდია, ჰოლანდია და ავსტრია კი მესამე ადგილს 192 ქვეყნით იკავებენ, რომლებსაც მოსდევს დიდი ბრიტანეთი - ეს უკანასკნელი 2023 წლის შემდეგ 2 პოზიციით დაწინაურდა და ბელგიას, ლუქსემბურგს, ნორვეგიასა და პორტუგალიას შეუერთდა - მათ მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა 191 ქვეყანასთან აქვთ.


Hanley გლობალური პასპორტის რეიტინგს უკვე 19 წელია ადგენს და ის საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით იწარმოება.


როგორც ტენდენცია გვიჩვენებს, წლიდან წლამდე თავისუფალი მიმოსვლის პრეცედენტი ფართოვდება: თუ იმ ქვეყანათა საშუალო რაოდენობა, რომლებსაც მოგზაურები უვიზოდ სტუმრობდნენ, 2006 წელს მხოლოდ 58 იყო, 2024 წელს ის 111-მდე გაიზარდა. ამასთანავე, სხვაობა ყველაზე ძლიერ და სუსტ პასრპოტებს შორის კიდევ უფრო თვალსაჩინოა: ავღანეთის მოქალაქეებს უვიზო მოგზაურობა მხოლოდ 28 ქვეყანაში - 166-ით ნაკლებში - შეუძლიათ, ვიდრე რეიტინგის პირველადგილოსნებს. სუსტი პასპორტები აქვთ ასევე სირიის, ერაყის, პაკისტანის, იემენისა და სომალიის მოქალაქეებს - მათ უვიზოდ 40 ქვეყანაზე ნაკლებში შეუშვებენ.


აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის შემდეგ ინდექსის შეფასებით, ყველაზე მეტად უკრაინა და ჩინეთი დაწინაურდნენ და თითოეულმა 2 პოზიციით წინ გადაინაცვლა. ჩინეთი ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორის 62-ე ადგილს 85 visa-free მიმართულებით იკავებს, უკრაინა კი 32-ე ადგილზეა და მისთვის საზღვრები 148 ქვეყანამ გახსნა.


რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა გლობალური პასპორტის ინდექსით 50-ე ადგილზეა. საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლიათ.



წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.