თოვლის გამო ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული
ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე,
აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.