ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ147 (ფარავანის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია.