რომელია საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი - ბოლო მონაცემები
საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვე
65.3 კაცია 1 კვ. კმ-ზე. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო
მონაცემები,
რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრის
მდგომარეობით არსებულ მონაცემებს ასახავს. შედარებისთვის, 2022 წელს
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე 64.5 კაცი იყო.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მჭიდროდ
დასახლებული ადგილი თბილისია. დედაქალაქში მოსახლეობის
სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2,462.5 კაცია, რაც
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თბილისის შემდეგ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კმ.-ზე
124.6 კაცია, მას მოსდევს - შიდა ქართლი 72.9 კაცით. ამ უკანასკნელს
მცირედით ჩამორჩება იმერეთი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.
კმ-ზე 72.2 კაცს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა რეგიონების მონაცემებს, ასე
გამოიყურება:
ქვემო ქართლი - 68.8 კაცი;
გურია - 51.3 კაცი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40.1 კაცი;
კახეთი - 26.9 კაცი;
სამცხე-ჯავახეთი - 23 კაცი;
მცხეთა-მთიანეთი - 16.6 კაცი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.9 კაცი.
წყარო: bpn