,,გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს''-ჯანმო
კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა
პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების
განმავლობაში ბევრ ქვეყანაში
იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ
გებრეისუსმა განაცხადა.
„კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები
უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს და
სავარაუდოდ, ეს შესვენების შემდეგაც გაგრძელდება“, - წერს ტედროს
ადანომ გებრეისუსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანებს
მოუწოდებს, რომ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანციის გამოყენება
განაგრძონ. ასევე, კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების
შესახებ ინფორმირებულები დარჩნენ.
„დარწმუნდით, რომ ტესტირება გაიარეთ და საჭიროების შემთხვევაში
დახმარებას მიმართეთ, რადგან კოვიდ-19-ის მკურნალობას მძიმე
დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან არიდება შეუძლია“, - აღნიშნა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა სანდო
ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უნდა უზრუნველყონ,
განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე
რისკის ქვეშ.