ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.