საზოგადოება
არასრულწლოვანის მშობიარობის შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) გამოძიება დაიწყო მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ 26 დეკემბერს შიდა ქართლის ერთ-ერთ კლინიკაში 15 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გოგო კლინიკაში შიდა ქართლის დედათა და ბავშვთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან გადაიყვანეს. გოგო სწორედ ამ თავშესაფარში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გადაგვამისამართა.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო წარმოშობით შიდა ქართლიდანაა. ბავშვის 26 წლის, სავარაუდო. მამა კი კახეთიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან.

წყაროს ინფორმაციით, გოგოს ოჯახი გასულ წელს კახეთში დღიურ სამუშაოებზე ჩავიდა, სადაც მათ სახლი იქირავეს. არასრულწლოვანმა 26 წლის კაცი იქ გაიცნო.

გოგოს ოჯახის წევრები მედიასთან ჯერჯერობით არ საუბრობენ. კაცის დედა კი ჟურნალისტებთან პირად საუბარში ადასტურებს, რომ მისი შვილი არასრულწლოვანთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო.

„მაშივე შევატყობინე პოლიციას და სოციალურ სამსახურს როცა სავარაუდო სექსუალური კავშირის შესახებ გავიგე. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან გოგო არასრულწლოვანი იყო. სოციალურმა სამსახურმა გოგო გადაიყვანა თავშესაფარში და მას შემდეგ ჩვენ არაფერი ვიცით“- ამბობს ბიჭის დედა.

არსებული ინფორმაციით, 26 წლის კაცი პოლიციას ჯერჯერობით არ გამოუკითხავს და არც დაუკავებია.

რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინება. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. მხოლოდ ერთ წლის განმავლობაში, 2017 წლამდე, არსებობდა ასევე ჩანაწერი სამოქალაქო კოდექსში, რომ 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვებოდა მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ანუ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე მოზარდი თავის სრულწლოვან პარტნიორთან მხოლოდ ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფება და არა ქორწინებაში.

ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში ითვლება მძიმე დანაშაულად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე.
წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.