ძაღლს, რომლის გადასარჩენადაც რთული ოპერაცია ჩატარდა, გული გაუჩერდა
რამდენიმე საათის წინ ვეტკლინიკაში
მოკვდა ძაღლი, რომელიც მძიმე დაზიანებებით ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან
დედაქალაქში გადაიყვანეს.
კლინიკა "ვეტ-მედიში", სადაც მას
რთული ოპერაცია ჩაუტარდა, ამბობენ, რომ ძაღლს გული გაუჩერდა.
"რამდენიმე საათში ექსპერტიზის პასუხი იქნება... ჩვენთან კლინიკურად
გამოჩნდა, რომ გული გაჩერდა... ვვარაუდობთ, რომ ეს იყო თავის ტვინის
დაზიანებით გამოწვეული გულის გაჩერება", - უთხრა კლინიკის დირექტორმა
ოთარ მენაბდემ რადიო თავისუფლებას.
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც
ჩანდა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები და
პირიდან სისხლი სდიოდა. ის რამდენიმე საათში თბილისში გადაიყვანეს და
ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა - ძაღლს თავის ქალიდან ძვლის
დაზიანებული ნაწილი და ჰემატომა მოაცილეს.
ძაღლი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ
გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ
მუხლით ცხოველის წამება ისჯება პატიმრობით.