3–5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმე
დღეებად 2024 წლის 3–5 იანვრი განისაზღვრა.
"ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის
სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ
გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო
ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური
ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას", –
ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მმიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.