ბორჯომის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომა
გაიმართა, დეპუტატებმა სხდომაზე წლის მთავარი დოკუმენტი
დაამტკიცეს.
ბიუჯეტი 34 მილიონ 170 ათას 400 ლარს
შეადგენს. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით წინა
წლის ბიუჯეტთან შედარებით 2024 წლის ბიუჯეტი ხუთ მილიონ ლარზე მეტით
არის დაგეგმილი. სავარაუდოდ მომავალ წელს ბიუჯეტი კიდევ უფრო
გაიზრდება ცენტრალური ბიუჯეტიდან შემოსული თანხის ხარჯზე. 2024 წლის
ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალურიც
პროექტები იქნება.