გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია დასრულდა
გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი 2
წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია დასრულდა. კლინიკა "კარაპს
მედლაინში" ბავშვს თავზე კანი გადაუნერგეს. ექიმები ელოდებიან
კრიტიკული 48 საათის გასვლას. ბავშვს კერძო კლინიკიდან სამკურნალოდ
ისევ იაშვილის სახელობის კლინიკაში დააბრუნებენ.
კლინიკაში რჩება ლაზარეს 5 წლის ძმაც, მას ტემპერატურა აქვს, თუმცა
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბოლო სამუშაოები ტარდება. ქირურგი იყო
გამოსული მშობლებს ესაუბრა, უთხრა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად
ჩატარდა, იმაზე კარგად, ვიდრე ელოდებოდნენ. სკალპის 2/3 არის
გადანერგილი საკუთარი სხეულიდან ისევ აღებული მასალით, მთავარია
კრიტიკული 48 საათი და შემდეგ 6 დღე, რომ სკალპი გათბეს და ცირკულაცია
დაიწყოს", - ამბობს ირინა ხოროშევა, ოჯახის ახლობელი.
ბავშვები პიტბულის ჯიშის ძაღლმა 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი
უცნობია, ის, სავარაუდოდ, პატრონს მიტოვებული ჰყავს. როგორც ცნობილია,
შემთხვევის შემდეგ ის თავშესაფარში გადაიყვანეს.