წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე (სოფ. აიაზმა- ქ.ნინოწმინდა) აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.