სკოლის ბუფეტებში შოკოლადი, ჩიფსები, ჩიფსები და სხვა არაჯანსაღი პროდუქტები აიკრძალა - სამინისტრო
სკოლის ბუფეტებში შოკოლადის,
ჩიფსების, კანფეტებისა და სხვა არაჯანსაღი საკვების გაყიდვა
აიკრძალა.
24 ნოემბერს გამოქვეყნებული ბრძანებით საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ დაამტკიცა „ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი
მინიმალური მოთხოვნები“.
ბრძანება განსაზღვრავს აკრზალულ მზა პროდუქტებს:
საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები
(მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და
ბოსტნეული;
მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დაკონსერვებული პროდუქტები;
თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
სოკო ნებისმიერი ფორმით;
კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
ტკბილი გაზიანი სასმელები;
ყავა.
სამინისტროს ცნობით, სურსათის უვნებლობის სამსახურის გარდა, სკოლის
კვების ობიექტს მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი,
რომელიც დაკომპლექტებული იქნება მოსწავლეებით, მშობლებით,
მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნითა და
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.
ბრძანება 24 ნოემბერსვე შევიდა ძალაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, ომ
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლაში 9 მოსწავლე საკვებით
მოიწამლა, რისი მიზეზიც გახდა სკოლის ბუფეტში ნაყიდი ნამცხვარი.
სააგენტოს მიერ ჩატარებულმა მიკრობიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ
დონატებში, რომლებიც სკოლაში იყიდებოდა, ობის სოკოების ნორმა
მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.
წყარო : რადიო თავისუფლება